|
2022-04-11 17:15:34, 1461 ნახვა
მსოფლიო
როგორ გამოიყურება უკრაინის გამარჯვება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის - ინტერვიუ 60 Minutes-თან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის გამარჯვების პირველი ნაბიჯები მაშინ დაიწყება, როცა ლტოლვილები საკუთარ ქვეყანას დაუბრუნდებიან. ამის შესახებ მან სკოტ პელისთან ინტერვიუსას, გადაცემა "60 Minutes"-ში ისაუბრა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, მან იცის თუ რა მოხდება უკრაინაში გამარჯვების შემდეგ, თუმცა ამაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია. "პირველ რიგში, ჩვენი ხალხი აუცილებლად იგრძნობს გამარჯვებას. ისინი დაბრუნდებიან. [ლტოლვილების] დაბრუნება უკრაინის სხეულისთვის სისხლის დაბრუნების მსგავსი იქნება. ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი არიან. დაბომბვები დასრულდება. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს. ქვეყანაში რუსი ჯარისკაცები აღარ იქნებიან. დიახ, მე მესმის, რომ ისინი არ დატოვებენ ყირიმს და ჩვენ ვიდავებთ და მოვილაპარაკებთ ჩვენი ქვეყნის სამხრეთით, დონბასში ამა თუ იმ ტერიტორიის გამო. მე ზუსტად ვიცი, რა მოხდება, მას შემდეგ, რაც შეგვეძლება ვთქვათ "ეს გამარჯვებაა", მაგრამ ჯერ ამაზე არ ვილაპარაკებ", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენიტეტი 2022 წლის 24 თებერვალს დაარღვია, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში "სამხედრო ოპერაციის" დაწყების შესახებ განაცხადა. ქვეყნის მასშტაბით დაიწყო სარაკეტო დარტყმები, მათ შორის დედაქალაქთან, კიევთან ახლოს. ბრძოლა დღესდღეობითაც გრძელდება, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)