|
2022-04-10 10:58:48, 1794 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - ძირითადი წყარო პროვოკაციების, სწორედ ნაციონალური მოძრაობაა
,,ძირითადი წყარო პროვოკაციების, სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ . პროვოკაციული ქმედებების სპექტრი ჩვენთვის მეტნაკლებად ცნობილია, მაგრამ, მეხუთე კოლონას აქვს უნარი იმდენად გაიწაფონ პროვოკაციულ საქმიანობაში, რომ ახალი სიურპრიზები გამოადნონ,’’- ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას თუ რა ტიპის პროვოკაციას ელოდება „ქართული ოცნება“ და ვისგან. როგორც დავით მათიკაშვილმა განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობისთვის’’ მიუღებელია ხელისუფლებაში მოსვლის ლეგალური გზა და ამიტომ მუდმივად მიმართავენ პროვოკაციებს. ,,ყველა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ მათ სურთ ქვეყნის არევა და ხელისუფლებაში მოსვლა. ლეგალური არჩევნების გზა მათთვის მიუღებელია იმიტომ, რომ მუდმივად აგებენ. დღეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ მსოფლიო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. პროვოკაციებისთვის მეტი საშუალება მიეცა, თუმცა დამერწმუნეთ, სახელმწიფოს სპეცსამსახურები და ქვეყანა ფეხზე დგას,’’ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)