|
2022-04-09 14:18:45, 1635 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის ღირსეულია - ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის ახარებს მხოლოდ ერთს, რუსეთს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. პრეზიდენტმა 9 აპრილის მაგალითი უკრაინის ომთან გააიგივა და აღნიშნა, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღრს, თუ ის არის ღირსეული და თუ ის თავისუფლებისკენაა მიმართული. ამასთანავე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ბზარი საქართველოსა და უკრაინას შორის ახარებს მხოლოდ და მხოლოდ ერთს - რუსეთს. „დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არა მხოლოდ 9 აპრილის დაღუპული გმირებისთვის, ეს ყვავილები ასევე ამკობს იმ გმირებს ქართველებს, თუ უკრაინელებს, რომლებიც დღეს იბრძვიან იგივე იდეებისთვის, იგივე თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი მაგალითია ის, რომ 9 აპრილს მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი, ეს არის გამარჯვების მაგალითი, ეს არის იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისთვის და ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიდგეთ ჩვენი უკრაინელი ძმების გვერდით. ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს არის რუსეთი, ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ და არ დაგვავიწყდეს. ვიყოთ სოლიდარული, ვიყოთ ჩვენი წარსულის და ტრადიციების ღირსი, ამ ადამიანების ღირსი, ვინც აქ, 1989 წელს იდგა და არ დაჩოქილა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)