10:44 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-09 10:19:23, 1193 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-6 პაკეტი მზადდება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 ტალღას ამზადებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

როგორც ლაიენის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთი აუცილებლად დაეცემა და უკრაინა ნამდვილად მოიგებს ომს აგრესორის წინააღმდეგ.

"უკრაინელი ხალხის მსხვერპლს ვერასდროს შევედრებით. თუმცა, ჩვენი ეკონომიკური ძალის მობილიზებას ვახორციელებთ, რათა პუტინმა ამისთვის საფასური გადაიხადოს. ჩვენ მკაცრი სანქციები დავაწესეთ რუსეთის წინააღმდეგ და უკვე ვამზადებთ მე-6 ტალღას. რუსეთი დაეცემა, უკრაინა კი ევროპული მომავლისკენ მიემართება", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი

 შეგახსენებთ რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ბოლო ეტაპი მოიცავდა რამდენიმე საკითხს. მათ შორის რუსეთიდან წელიწადში 4 მილიარდი ევროს ოდენობით ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას, რაც ზღუდავს რუსეთის შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროსა და ასევე 4 მთავარ რუსულ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვას, მათ შორის VTB, სიდიდით მეორე რუსული ბანკთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics