|
2022-04-08 22:26:44, 1017 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ბუჩაში ჩასვლაზე უარს ამბობს - საკითხების განუმარტებლობის ფონზე, მიწვევა არასათანადოა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რადას თავმჯდომარის მხრიდან სხვა პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად მანაც მიიღო მიწვევა ბუჩაში ჩასვლასა და რუსეთის აგრესიის სისასტიკეში დარწმუნებაში, თუმცა არ ამბობს აპირებს თუ არა ბუჩაში ჩასვლას. პაპუაშვილი აცხადებს, რომ სურს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიაზრონ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მხარდაჭერა და ქვეყნების პარტნიორობა არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას. პაპუაშვილის თქმით, უკრაინის მხრიდან სხვადასხვა საკითხის "განუმარტებლობის ფონზე" ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ მიაჩნია. „რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“, - წერს პაპუაშვილი. პაპუაშვილის თქმით, როგორც ქართველმა, იცის ის გრძნობა „რაც ადამიანს ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი სისასტიკის ნახვისას გეუფლება“. პაპუაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ მიმართა საქართველოს ხელისუფლებამ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომ დაიწყოს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება და დაისაჯოს ყველა დამნაშავე. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას რუსული აგრესიის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებისთვის“ და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დიდი რესურსები არ აქვს, უკრაინის მხარდაჭერისადმი მისი ხმა ერთიანია. პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინისა და მისი მოსახლეობის მხარდაჭერა საქართველოს ადამიანური და ისტორიული ვალია, რომელსაც საქართველო პაპუაშვილის თქმით, უკრაინის მხრიდან უსამართლო ბრალდებების მიუხედავად ასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)