06:25 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-07 21:43:13, 924 ნახვა

პოლიტიკა
ენტონი ბლინკინი - განვიხილეთ დამატებითი მხარდაჭერა, საქართველოსთვის

ნატოში განიხილეს დამატებითი მხარდაჭერა, რომელიც შეუძლიათ ნატო-ს მოკავშირეებს ისეთი პარტნიორებისთვის, როგორებიც არიან საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბლინკენის თქმით, მინისტერიალში მონაწილეობდნენ აგრეთვე მინისტრები საქართველოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და უკრაინიდან.

„ჩვენ ერთად ვაძლიერებთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული, ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ ერთად ვაგრძელებთ ზეწოლას კრემლზე, მათ შორის უპრეცედენტო სანქციებით. ჩვენ ერთად ვაძლიერებთ თავდაცვას ნატო-სთან, მათ შორის აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებით. ბოლო 48 საათის განმავლობაში შეხვედრები მქონდა ნატოელ კოლეგებთან. პირველად აშშ-ის წყნარი ოკეანის მოკავშირეებმა – ავსტრალიამ, იაპონიამ, კორეის რესპუბლკამ, ახალმა ზელანდიამ მონაწილეობა მიიღეს ნატო-ს მინისტერიალში ჯგუფის სახით. მონაწილეობდნენ აგრეთვე მინისტრები საქართველოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და უკრაინიდან. მათთან ერთად კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი. გარდა ამისა, მე შევხვდი ჩემს კოლეგებს „დიდი შვიდეულიდან“. ყველა ამ მოკავშირისა და პარტნიორის მონაწილეობა ხაზს უსვამს ფართო კოალიციას მთელ მსოფლიოში, მათ ერთად დგომას რუსეთის ხელისუფლების აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ განვიხილეთ დამატებითი მხარდაჭერა, რომლის აღმოჩენა შეუძლიათ ნატო-ს მოკავშირეებს ისეთი პარტნიორებისთვის, როგორებიც არის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაუცველნი რუსეთის აგრესიისა და კიბერსუაფრთხოების საფრთხის წინაშე“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics