23:29 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 18:16:12, 1176 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. კანონპროექტმა ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო.

 

კონგრესმენი ადამ კინზინგერის განცხადებით,  კანონპროექტის დამტკიცება იქნება ძლიერი გზავნილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისთვის.

ამასთან,  გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა.

„კანონპროექტი გახლავთ ერთგვარი გამომაფხიზლებელი შეხსენება, რომ ქვეყნებს, როგორებიც გახლავთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, სჭირდებათ ერთად დგომა და ჩვენი განსაკუთრებული მხარდაჭერა. აღნიშნული კანონპროექტი არა მხოლოდ ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის ზრდას უსაფრთხოების კუთხით, არამედ, ასევე უზრუნველყოფს ჩვენს მაქსიმალურ მხარდაჭერას საქართველოსადმი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით“, - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ადამ კინზინგერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს და მათ ფონზე აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„რუსული აგრესია, რომლის მომსწრენიც ვართ, დღეს სიახლე არ გახლავთ; ეს ყოველივე აშკარა გახდა მსოფლიოსთვის, როდესაც ვლადიმერ პუტინმა უბრძანა თავის შეიარაღებულ ძალებს, შეჭრილიყვნენ სუვერენულ საქართველოში 2008 წელს. იმ ომის დროს ჩვენმა ქართველმა მოკავშირეებმა დაკარგეს სიცოცხლე, შესწირეს ჯანმრთელობა და დაკარგეს ტერიტორიები. ახლა, როდესაც პუტინის წამგებიანი კამპანია ჯერ კიდევ გრძელდება უკრაინაში, მე ვშიშობ, არის საფრთხე, რომ ის მოტრიალდეს აღმოსავლეთით, რათა სახე შეინარჩუნოს. აღნიშნული კანონპროექტი ორჯერ იქნა დამტკიცებული წარმომადგენელთა პალატაში და მას ჰქონდა მტკიცე და საკმაოდ დიდი ორპარტიული მხარდაჭერა. აშშ-საქართველოს უსაფრთხოების კოოპერაციის გაღრმავებით, პუტინს ვუგზავნით ძლიერ გზავნილს, რომ აშშ საკუთარი მოკავშირეების გვერდით დგას. ასე რომ, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ საქართველოს მხარდაჭერის აქტს ,“ - განაცხადა კინზინგერმა.

იმისთვის, რომ აღნიშნული კანონპროექტი კანონად იქცეს, მოდმევნო ეტაპზე ის უნდა დამტკიცდეს წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე, შემდეგი დამტკიცებისთვის კი ის აშშ-ს სენატს გადაეცემა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics