|
2022-04-05 20:28:26, 748 ნახვა
პოლიტიკა
გაეროში გამოსვლისას ზელენსკიმ რუსეთი ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს შეადარა
უკრაინის პრეზიდენტმაგაეროს უშიშროების საბჭოს წვრებს ჰკითხა, თუ რით განსხვავდება ის, რაც ხდება უკრაინაში იმისგან, რაც გააკეთა რუსეთში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ". „გარდა იმისა, რომ ამას აკეთებს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი“, – განაცხადა ზელენსკიმ. მან რუსეთი დაადანაშაულა საზღვრების ნგრევაში, განზრახ ომებში და ეროვნულ სიძულვილში. და მან თქვა, რომ მოსკოვი "ნაციონალურ დონეზე მხარს უჭერს სიძულვილს თავისი პროპაგანდისა და პოლიტიკური კორუფციის სისტემის დახმარებით". ზელენსკის თქმით, გაერომ ვერ შეასრულა თავისი მთავარი ფუნქცია. "სად არის უსაფრთხოება, რომლის გარანტიაც უშიშროების საბჭომ უნდა უზრუნველყოს? ის არ არსებობს, თუმცა უშიშროების საბჭო არსებობს, თითქოს არაფერი მომხდარა. მაშ, სად არის მშვიდობა, რომლის გარანტიაც გაერომ შეიქმნა? აშკარაა, რომ მშვიდობის საკვანძო ინსტიტუტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი აგრესორის მშვიდობისკენ იძულება, უბრალოდ ვერ მუშაობს ეფექტურად. ახლა მსოფლიომ დაინახა, რა გააკეთეს რუსმა სამხედროებმა ბუჩაში, როცა ჩვენს ქალაქს ოკუპაციაში ატარებდნენ. მაგრამ მსოფლიომ ჯერ კიდევ ვერ დაინახა, რა გააკეთეს მათ სხვა ოკუპირებულ ქალაქებში, ჩვენი ქვეყნის სხვა ოკუპირებულ რაიონებში. გეოგრაფია შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ სისასტიკე იგივეა. დანაშაულები იგივეა. და პასუხისმგებლობა გარდაუვალი უნდა იყოს." განაცხადა ზელნსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)