10:43 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-04 12:26:24, 761 ნახვა

მსოფლიო
მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება

საქართველოს ტურისტული სექტორისთვის, 2021 წელს ქონების გადასახადის ჩამოწერას მოვახდენთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობამ შეისწავლა აღნიშულ სექტორში არსებული გამოწვევები და ვინაიდან, კოვიდის გამო ყველაზე მეტად ეს სექტორი დაზარალდა, ისინი 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდიან.

„საქართველოს ტურისტული სექტორისთვის, 2021 წელს ქონების გადასახადის ჩამოწერას მოვახდენთ. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშულ სექტორში არსებული სიტუაცია, გამოწვევები, პრობლემები, რომელიც ამ სექტორს დაუგროვდა, ბუნებრივია, კოვიდის გამო ყველაზე მეტად ეს სექტორი დაზარალდა, მათ შორის სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია მთლიანობაში და ამიტომ 2021 წელის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის ეს სექტორი. დეტალებზე კონკრეტულად მოგახსენებენ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები და ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი დახმარება ამ სექტორისთვის,"- აღნიშნა პრემიერმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics