00:26 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 23:14:01, 748 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია მარცხდება, ამას მიაწერენ არა მხარდაჭრის დეფიციტს, არამედ პროცედურის დარღვევას

ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია მარცხდება, ამას მიაწერენ არა მხარდაჭრის დეფიციტს, არამედ პროცედურის დარღვევას - განაცხადა უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ბათუმში ჩატარებული შუალედური არჩევნების შეფასებისას. 
მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ ეს არის მხარდაჭერა, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.
„ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია მარცხდება, ამას მიაწერენ არა მხარდაჭრის დეფიციტს, არამედ პროცედურის დარღვევას, ისეთ დარღვევებს, რომელიც ამომრჩევლის ნებაზე გავლენას ვერ მოახდენს.  
მე პირადად ვაკვირდებოდი არჩევნების პროცესს ბათუმში და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რაც არ უნდა იყოს ნაკლოვანება, ყველა საჩივარს რომ დავეთანხმოთ, ამ პირობითაც კი შემიძლია სრული პასუხისმგევლობით ვთქვა, რომ ეს არის ქართველი ხალხის და უშუალოდ ბათუმის ამომრჩევლის არჩევანი. შესაბამისად ამ ნებას ვერაფერი წინ ვერ დაუდგება და ეს არის მთავარი.
მთავარია პროცესმა  ხალხის აქტიური ნების დაფიქსირება უზრუნველყო და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ფასდება ნებისმიერი არჩევნების სამართლიანად ჩატარება.  აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია ხარვეზებთან დაკავშირებით მეორეხარისხოვანია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი საჩივარი გვავალდებულებს რომ უფრო მეტი ვიმუშაოთ საიმისოდ, რომ მომდევნო არჩევნებზე მსგავსი პრობლემა გადაიჭრას“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics