06:39 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 23:33:53, 670 ნახვა

პოლიტიკა
ჯო ბაიდენი - პუტინი თვითიზოლაციაში გადადის

როგორც ჩანს, პუტინი თვითიზოლაციაში გადადის, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, პუტინმა თანაშემწეების ნაწილი სამსახურიდან დაითხოვა, ხოლო ზოგიერთი შინაპატიმრობაშია.

„როგორც ჩანს, და მე არ ვამბობ, რომ ეს 100%-ით მართალია, პუტინი თვითიზოლაციაში გადადის. მან სამსახურიდან გაათავისუფლა ან შინაპატიმრობაში გადაიყვანა ზოგიერთი მრჩეველი. მაგრამ ზედმეტად ამაზე ყურადღების გამახვილება არ მინდა, რადგან ამის ბევრი მტკიცებულება არ გვაქვს“, – განაცხადა ბაიდენმა.

 პრეზიდენტის თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება.

 თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-ში ერთი გალონი საწვავი საშუალოდ 4.20 დოლარი ღირს მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში 3.30 დოლარი ღირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics