|
2022-03-31 23:25:04, 637 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს რუსეთი იყენებს სამხედრო ბაზებად, მან არც ერთი დაპირება არ შეასრულა
აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებს რუსეთი იყენებს სამხედრო ბაზებად, მან ცხადია, არც ერთი დაპირება არ შეასრულა, მათ შორის კულტურული დამოუკიდებლობის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა, შეასრულა თუ არა რუსეთმა დანაპირები და ცხოვრობს თუ არა უკეთესად ხალხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „მე ვარ დღეს ერთადერთი თანამდებობის პირი, ვინც კონსტიტუციით იცავს აფხაზურ ენას, რადგან კანონით ეს აფხაზეთის რეგიონის ენაა. ასევე, რუსეთმა არ დაიცვა ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ჩემი აზრით, ამ ოკუპირებული რეგიონების მომავალიც, ისევე როგორც მთელი საქართველოსი, არის ევროპაში“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. „სიენენის“ ჟურნალისტის კითხვაზე, „ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებისა და ამ ორგანიზაციებში რეალურად გაწევრიანების გამო, პუტინი კიდევ ერთხელ ხომ არ ესტუმრება საქართველოს“, ზურაბიშვილმა განაცხადა – „ჩვენ არა მხოლოდ განაცხადი გავაკეთეთ ევროკავშირის წევრობაზე, არამედ ჩვენ ეს მიზანი ჩაწერილი გვაქვს კონსტიტუციაში. საინტერესოა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რაც სავარაუდოდ ისახავდა მიზნად, საქართველოს უარი ეთქვა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გეზზე, ეს კურსი პირიქით გაძლიერდა. ჩვენ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების შეთანხმება. ეს გაგრძელდება. რაც უფრო მეტი იქნება ზეწოლა, მით უფრო ცხადი გახდება, რომ ევროპული პერსპექტივა არის ერათადერთი გზა საქართველოსთვის, უკრაინისთვის და რუსეთის ყველა მეზობლისთვის. რუსეთი ამას კარგად ვერ აცნობიერებს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)