|
2022-03-30 15:05:50, 1063 ნახვა
სამხედრო
ცენტრალურ აფრიკაში ქართული კონტინგენტის მორიგი როტაცია განხორციელდა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. "სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დახვდნენ. მათ პირად შემადგენლობას მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. ქართველ მშვიდობისმყოფელებს ევროკავშირის სამხედრო შტაბის თავმჯდომარე, ვიცე-ადმირალი ერვე ბლეჟანი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი დიეგო კოლასი და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი გაესაუბრნენ და მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული კაპიტან ალექსანდრე ბაგაშვილის მეთაურობით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე, მოანას კემპზე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა. ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში უფლებამოსილება ეროვნული გვარდიის მე-9 როტაციის ნაკრებმა ოცეულმა უკვე გადაიბარა. ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ - სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) 2017 წლის 31 იანვრიდან მონაწილეობს. საქართველოს თავდაცვის ძალების კონტინგენტი ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში - „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ძალები“ (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო. ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შემდეგი მისია 2015 წლის 16 მარტს დაიწყო. ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული სამხედრო-მრჩეველთა მისიაში (EUMAM RCA) 12 აპრილიდან ჩაერთო." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)