02:21 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 22:19:28, 900 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ერთ წინადადებაში დაამტკიცა და დაადასტურა დანილოვმა ის, რასაც თვეზე მეტია ვამტკიცებთ

რასაც ჩვენ თვეზე მეტია ვამტკიცებთ ფაქტებზე და რეალურ, რელევანტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, ის ერთ წინადადებაში დაამტკიცა და დაადასტურა სამწუხაროდ დანილოვმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მდინარაძის თქმით, მსგავსი მოწოდება მიზნად ისახავს, რომ საქართველო ომში ჩაერთოს.

„მან თქვა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, უნდა შევეხიდოთ მათ და რუსეთმა აქ უნდა გადმოიტანოს ყურადღება. ჩვენ სოლიდარულები ვართ, შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე. ვუწევთ როგორც ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე პოლიტიკურად ყველა პლატფორმაზე, მათ შორის ჰააგასთან მიმართებაში თანაინიციატორი ვიყავით წინადადებისა რუსეთის წინააღმდეგ. ვუჭერთ მხარს უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ის, რომ აქ უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და ჩვენ დეოკუპაცია მოვახდინოთ ომის გზით, ეს არის მოწოდება, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაერთოს, ამ ქვეყანას ჰქონდეს გამოუსწორებელი კატასტროფული შედეგები“, – განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics