02:22 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 14:44:53, 569 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში, მით ნაკლებად დააზიანებს საქართველოსაც და უკრაინასაც

სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს და არ უნდა წავიდეს უკრაინაში, ისევ და ისევ, ჩვენი მეგობარი, უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. თქვენ გახსოვთ, როგორ დაამძიმა მან საქართველოს მდგომარეობა, განსაკუთრებით, 2008 წელს. მას შეუძლია, კიდევ უფრო, დაუმძიმოს მდგომარეობა უკრაინელ ხალხს.’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილს სასჯელი აქვს მოსახდელი და მისი გათავისუფლება არ განიხილება, ისევ და ისევ, უკრაინელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მას შეუძლია, კიდევ უფრო, დაამძიმოს უკრაინელი ხალხის ისედაც მძიმე მდგომარეობა.

,,პირველ რიგში, უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, და ამ ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი არ არის მისი გათავისუფლება. თუმცა, ამას რომ თავი დავანებო, რა თქმა უნდა, ასეც და ისეც მას აქვს სასჯელი მოსახდელი და არავითარი ფორმით ეს საკითხი ბუნებრივია, არ განიხილება. მან უნდა დაანებოს თავი ქვეყნის დაზიანებას - საკუთარი ქვეყნის, საქართველოს დაზიანებას და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის თვალსაზრისით - უკრაინის დაზიანებას. რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს, რა თქმა უნდა, საქართველოსაც და უკრაინასაც - ეს არის უკეთესი ორივე სახელმწიფოსთვის.’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics