00:43 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-27 15:55:45, 1072 ნახვა

ეკონომიკა
პარლამენტის წინ მოძრაობა გადაიკეტა, სადაც მოქალაქეები საწვავის გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ

თბილისში საწვავის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მივიდნენ, სადაც გზა გადაკეტეს.

მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქციას ლიდერი არა ჰყავს, ამიტომ სიტყვით გამოსვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ისინი მოუწოდებენ მსუბუქი ავტომობილების და ავტომობილების მძღოლებს, რომ მანქანები რუსთაველის მოედანზე გააჩერონ. აქციის სხვადასხვა კომპანიის კურიერებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ: 

აქციზის გადასახადის სრულად გაუქმებას; 
დღგ-ის მცურავ რეჟიმზე გადაყვანას; 
ხელოვნური მონოპოლიების დაშლას; 
მათი თქმით, ეს საწვავის ფასს 80-90 თეთრით შეამცირებს. 

"სხვა შემთხვევაში კი საწვავის ფასი კიდევ გაიზრდება და ეს ყველასთვის ძალიან ცუდი იქნება. დროა, მთავრობამ შეცვალოს სირაქლემის პოზა და გაატაროს რადიკალური ეკონომიკური რეფორმები. 

საწვავის ფასი არ ეხება მხოლოდ მანქანების მფლობელებს. საწვავის ფასი აისახება მომსახურებისა და სურსათის 70%-ზე. ყოველთვიურად 20%-ით ღარიბდება ჩვენი მოსახლეობა". - თქვა აქციის ორგანიზატორმა. 

27 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

საქართველოში არსებულ ხუთ ყველაზე მსხვილ კომპანიაში ფასები ასე მერყეობს:

სუპერი – 3.89 ლარიდან 4.12 ლარამდე;
პრემიუმი – 3.85 ლარიდან 3.96 ლარამდე;
რეგულარი – 3.73 ლარიდან 3.80 ლარამდე;
დიზელი – 3.97 ლარიდან 4.13 ლარამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics