2022-03-21 18:27:58, 882 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის სასამართლომ, რუსეთში, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა „ექსტრემიზმის გამო“ აკრძალა
მოსკოვის ტვერსკოის სასამართლომ, რუსეთში სოციალური ქსელების Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა ექსტრემიზმად შეაფასა და აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.
ცნობისსთვის, სერვეების მფლობელი კომპანია „მეტას“ ექსტრემისტულად გამოცხადების თაობაზე სარჩეილი სასამართლოში გენერალურმა პროკურატურამ შეიტანა.
სამეთვალყურეო ორგანომ განმარტა, რომ ისინი აპირებენ რუსეთის მოქალაქეების დაცვას მათი უფლებების შემდგომი დარღვევისგან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,