13:59 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 04:05:17, 1836 ნახვა

სამხედრო
უკრაინის ხელისუფლება მარიუპულის ჩაბარებას არ აპირებს

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, დანებებას და იარაღის დაყრას არ აპირებენ, ამის შესახებ კი რუსულ მხარეს უკვე შეატყობინეს. 

ვიცეპრემიერი რუსეთს მიმართავს, დანებებაზე საუბრის ნაცვლად დერეფანი გახსნას.

"არ შეიძლება საუბარი რაიმე დანებებაზე და იარაღის დაყრაზე. ამის შესახებ ჩვენ უკვე შევატყობინეთ რუსულ მხარეს. მე დავწერე: "8-გვერდიან წერილზე დროის ხარჯვის ნაცვლად დერეფანი გახსენით".

მარიუპოლის მერის მრჩეველი პიტერ ანდრიუშჩენკო დანებებაზე რუსეთის ულტიმატუმს და დილის 5 საათამდე ვადას პასუხობს:

"ამბობენ, რომ რუსეთი სთავაზობს მარიუპოლის მერიას, მათ მხარეზე გადავიდნენ, პასუხისთვის დრო კი დილამდე მისცეს. და რატომ უნდა ველოდოთ ამდენ ხანს, თუ პასუხი წინასწარ მზადაა - ყ*ე თქვენ და არა მარიუპოლი", - დაწერა მერის მრჩეველმა.

რუსეთი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის წერილობით პასუხს ორშაბათს დილის 5 საათამდე მარიუპოლში და ქალაქის ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენის წინადადებებზე. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა განაცხადა.

„მარიუპოლის ხელისუფლებას ახლა აქვს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და ხალხის მხარეს გადავიდეს, თორემ სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც მათ ელოდება, მხოლოდ ცოტაა, რასაც ისინი იმსახურებენ თავიანთი საშინელი დანაშაულებისთვის, რასაც რუსული მხარე ძალიან გულისყურით ადოკუმენტირებს. "-  თქვმან.

მისივე თქმით, 21 მარტს დილის 10 საათიდან მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მიმართულებით.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე დეპარტამენტი სთავაზობს ქალაქიდან უკრაინელი სამხედროების "და უცხოელი დაქირავებულების" გასვლას იარაღის გარეშე - ამ შემთხვევაში მათ სიცოცხლის გადარჩენის გარანტია აქვთ. ამის შემდეგ მარიუპოლში უნდა გაიაროს ჰუმანიტარულმა კოლონებმა და მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics