04:13 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-14 21:26:32, 702 ნახვა

პოლიტიკა
პენიტენციური - მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და ელექტრონეირომიოგრაფია ჩაუტარდა, თუმცა MRT კვლევაზე უარი თქვა

მიმდინარე წლის 13 მარტს, სამედიცინო პერსონალის მიერ რეკომენდებული გამოკვლევების ჩატარების მიზნით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს შპს ,,აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში". სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს, მისივე თანხმობით, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და ელექტრონეირომიოგრაფია ჩაუტარდა, ხოლო MRT კვლევაზე მან უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოთხოვნის შემთხვევაში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილსა და მის უფლებადამცველებს ჩატარებული კვლევების ამსახველი დოკუმენტაცია სრულად გადაეცემათ.

,,ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ბრალდება, რომ იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ინფორმაცია გასაიდუმლოებული აქვს. განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე, დაამუშაოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რადგან ის განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციას წარმოადგენს.
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფილია ყველა საჭირო მედიკამენტითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომსახურებით", - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics