04:51 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-14 13:56:30, 636 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ შამუგია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის მხარე  საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებით მრავალი წელია ახორციელებს და აღნიშნა, რომ მსგავსი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში.

,,ახლა, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უკვე გააკეთა, ბევრი მიმართულებით მოგვიწევს ვიმუშაოთ უფრო აქტიურად, რაშიც გერმანიისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  ჩვენი მიზანია, სწრაფად ვიაროთ წინ, დავუახლოვდეთ ევროპას და გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროპის, აშშ-ის და სხვა სტრატეგიულ ბაზრებზე. გერმანია ჩვენთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და მისასალმებელია, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი გერმანიაში ყოველწლიურად იზრდება“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა  ოთარ შამუგიას მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ გერმანულ მხარეს სამინისტროსთან დიდი ხნის და კარგი  თანამშრომლობა აკავშირებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მიერ საქართველოში გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, სატყეო სექტორისა და  დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს, ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებს.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics