09:19 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-12 10:12:43, 1093 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი - უკრაინაში ბელარუსის ჯარების გადასვლის ნიშნებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ

აშშ-ში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ აქვთ რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ბელარუსის ჯარები, რომლებიც რუსეთის ახლო მოკავშირეები არიან, უკრაინაში გადასულიყვნენ. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას იმისა, რომ ბელარუსის ჯარები უკრაინის შიგნით გადავიდნენ. ჩვენ ვერ ვხედავთ ბელარუსის ძალების რაიმე ჩართულობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ შეიძლება, მოხდეს ან არ მოხდება“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა. 

ცნობისთვის, უკრაინა აცხადებს, რომ შიშობს, რომ ბელარუსი შესაძლოა შეუერთდეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და დაადანაშაულა რუსეთი ბელარუსული სოფლის დაბომბვაში, რათა მოახდინოს მათი ომში ჩართვის პროვოცირება. 

ბელარუსის ოფიციალური სააგენტოს ცნობით, გუშინ, რუსეთისა და ბელარუსის ქვეყნის ლიდერები, ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო შეთანხმდნენ, რომ მოსკოვი მოკავშრე ბელარუსს უახლოეს მომავალში თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics