2022-03-09 16:10:31, 874 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები კიევის დასაკავებლად ემზადებიან
უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები კიევის დასაკავებლად ემზადებიან.
„არსებული ინფორმაციის თანახმად, მტერი ახორციელებს გადაჯგუფებას კიევის აღების მორიგი მცდელობის მომზადების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთანავე, უწყებაში განაცხადეს, რომ ფასტოვის მიმართულებით განხორციელებელი წარუმატებელი შეტევის შემდეგ, მოწინააღმდეგე ცდილობს განაახლოს შეტევითი მოქმედებები აღნიშნული მიმართულებით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,