2022-03-08 20:35:04, 882 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის აშშ-ში იმპორტი ოფიციალურად აკრძალა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს სრული აკრძალვა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტზე ოფიციალურად დაადასტურა.
მისი განცხადებით, ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ „ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს“ ვლადიმერ პუტინის მმართველობას.
„ჩვენ არ ვიქნებით პუტინის ომის სუბსიდირების ნაწილი“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
გაზის ფასების გაზრდის მზარდი შიშის მიუხედავად, ამ ნაბიჯს აშშ-ში ორპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,