|
2022-03-08 18:39:38, 958 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოება - თუ NATO-ს არ სურს ან არ შეუძლია უკრაინის თავზე „ცის დაკეტვა“, მოგვცით იარაღი და მას თვითონვე დავხურავთ
„თუ NATO-ს არ სურს ან შეუძლია უკრაინის თავზე „ცის დაკეტვა“, ჩვენ თვითონ დავხურავთ მას. მოგვცით იარაღი“, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა, ოლეგ დანილოვმა განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ახლა, ამ მომენტში, სჭირდება დასავლეთის დახმარება, ვინაიდან ამაზევეა დამოკიდებული უკრაინის საბოლოო გამარჯვებაც. „ჩვენ მადლობელი ვართ ყველას ყოველი მფარველობისთვის, ვინც ხმა მიეცით ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად და თითოეული სიტყვისთვის ჩვენ მხარდასაჭერად. მადლობას ვუხდით ჩვენ ბრიტანელ, კანადელ და ჰოლანდიელ მეგობრებს უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის ჯგუფის შექმნის უახლესი ინიციატივისთვის. თუმცა ახლა, ამ მომენტში, ამ დღეს, ამ წუთში, გვჭირდება რაც შეიძლება სწრაფი და პრაქტიკული დახმარება, რომელზეც უკრაინის გამარჯვებაა დამოკიდებული. ეს არის უკრაინის ცის დაცვის საკითხი. სწორედ ეს დამოკიდებულია იმაზეც, გააგრძელებს თუ არა რუსეთი ჩვენი ბავშვებისა და ქალების, ჩვენი მშობლების და მოხუცების მკვლელობას. თუ ნატო-ს არ სურს ან შეუძლია უკრაინის თავზე „ცის დაკეტვა“, ჩვენ თვითონ დავხურავთ მას. მოგვცით იარაღი... თუ ნატოს არ სურს ან ვერ შეძლებს უკრაინის თავზე "ცას დაკეტვას", ჩვენ თვითონ დავკეტავთ მას, უბრალოდ მოგვეცით იარაღი, თუ თქვენი იარაღი ჩანთებშია.“, - წერს ოლეგ დანილოვი „ფეისბუკ“-ზე.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)