|
2022-03-07 20:20:10, 942 ნახვა
მსოფლიო
აშშ ბალტიისპირეთის ქვეყნებს არწმუნებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ რუსეთისგან NATO დაიცავს
ორშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ლიეტუვასა და ლატვიის პრეზიდენტები დაარწმუნა იმაში, რომ რუსეთისგან მათ NATO-ს ალიანსი და ამერიკის შეერთებული შტატები დაიცავდა. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სურვილს გამოთქვამს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ბალტიისპირეთის ქვეყნებს ნებისმიერი შიში გაუქარწყლოს. ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ენტონი ბლინკენმა ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ბალტიისპირეთმა შექმნა „დემოკრატიული კედელი, რომელიც ახლა, რუსულ ავტოკრატიის ტალღას ეწინააღმდეგება“. „აშშ უფრო ერთგულია, ვიდრე ოდესმე, რომ თქვენ გვერდით იდგეს, ვინაიდან ჩვენი დემოკრატიები გამოწვევის პირისპირაა. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს საერთო თავდაცვას, რათა ჩვენ მოკავშირეებთან ერთად მზად ვიყოთ“, - დასძინა ენტონი პლინკენმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ერთგულება ნატოს ორმხრივი თავდაცვის პაქტის მიმართ არის „სასწაულებრივი“ და რომ ნატო და შეერთებული შტატები ბალტიისპირეთში ჯარების მუდმივ განთავსებას განიხილავდნენ. „ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, თუ მას თავდასხმა დაემუქრება. ჩვენს მზადყოფნაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი ჩვენს გადაწყვეტილებაში“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ინფორმაციას ABC News იუწყება.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)