|
2022-03-07 16:00:02, 786 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა მშვიდად და უსაფრთხოდ გავიყვანთ ჩვენი ქვეყანა საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური და მათ შორის რეგიონალური გამოწვევიდან
„მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და უკრაინელ ხალხს ვუსურვო ამ ომის და ამ ტრაგედიის ძალიან მალე დასრულება, ვუსურვო მათ მშვიდობა" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინისთვის როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე დიპლომატიური და ჰუმანიტარული კუთხით. „რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულ პოლიტიკას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მათ შორის საერთაშორისო არენაზეც, რომ სრული პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას ამ რთულ პერიოდში. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან გაწეულ შესაბამის ღონისძიებებს, ჩვენ რაც შეგვიძლია ეს არის, ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც კეთდება როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე იცით რომ აჭარიდანაც გაიგზავნება შესაბამისი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი მოსახლეობის სახელით. რაც შეეხება სხვა მიმდინარე საკითხებს ბატონმა პრემიერ მინისტრმა ძალიან ნათლად, მკაფიოდ ახსნა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და დარწმუნებული ვარ დღესაც და მომავალშიც კიდევ უფრო მეტად დააფასებს ჩვენი ქვეყნის თითოეული პატრიოტი მოქალაქე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენი მთავარი ამოცანა და პასუხისმგებლობა არის რამდენად მშვიდად და უსაფრთხოდ გავიყვანთ ჩვენ ქვეყანას ამ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ და მათ შორის რეგიონული პრობლემიდან და რამდენად ნაკლები იქნება დაზიანება. ჩვენი პირველი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)