2022-03-07 13:14:11, 574 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსი ოკუპანტების სამხედრო გემი ჩაძირეს
უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში მტრის გემი ჩაძირეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღბულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის სამხედრო თვითმფრინავი ოდესის ოლქის მახლობლად ჩაძირეს.
„ჩვენ გავანადგურებთ მტერს. მინუს ერთი მტრის გემი", - დასძინა მან.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დამატებითი ინფორმაცია არ არის ცნობილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,