2022-03-06 01:55:53, 707 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენმა რუსებს მიმართა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის ფონზე მოულოდნელად მიმართა რუსეთის მოქალაქეებს.
მიმართვა მან თავის Twitter-ზე გამოაქვეყნა.
"არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი, დესტრუქციული ომი უკრაინის წინააღმდეგ - ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, რომლებთანაც თქვენ გაქვთ ასეთი ღრმა ოჯახური, ისტორიული და კულტურული კავშირები", - წერს ამერიკელი ლიდერი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,