23:42 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-05 12:34:01, 511 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელთა 70%-ზე მეტი მხარს უჭერს უკრაინის ცის დახურვას - გამოკითხვა

ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა და ნატოსთან მუშაობა, რათა დაკეტოს ცა, რათა დაიცვას უკრაინა რუსული ავიაციისგან. 
გამოკითხვის შედეგებს Reuters ავრცელებს.
ხუთშაბათსა და პარასკევს ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელების აღშფოთება იზრდება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო.
ამერიკელთა დაახლოებით 74%-მა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა ნატოს მოკავშირეებმა უნდა დაკეტონ ცა უკრაინის თავზე.
ასევე, გამოკითხულთა 80%-მა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა.
უფრო მეტიც, ამერიკელთა 81%-ს მიაჩნია, რომ ვაშინგტონმა რუსეთს დამატებითი სანქციები უნდა დაუწესოს, წინასწარი გამოკითხვის 77%-თან შედარებით.
გამოკითხულთა დაახლოებით 77% ეთანხმება, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებულ რუს ოლიგარქებს უნდა ჩამოართვან აქტივები.
თუმცა, Reuters/Ipsos-ის გამოკითხვაში გამოკითხულთა დაახლოებით 62%-მა თქვა, რომ კრიზისის გამო ღირს საწვავსა და გაზზე მეტი გადახდა სხვა დემოკრატიული ქვეყნის (უკრაინის - რედ.) დასაცავად.
გამოკითხვის რესპონდენტთა უმრავლესობამ - 72%-მა განაცხადა, რომ თვლის, რომ აშშ-მ უნდა მიაწოდოს იარაღი უკრაინას.
ამერიკელთა დაახლოებით 74%-მა დაადასტურა, რომ მათმა ქვეყანამ უნდა მიიღოს უკრაინელი ლტოლვილები.
გამოკითხვა უკრაინის შესახებ ჩატარდა ონლაინ და ინგლისურად მთელს შეერთებულ შტატებში და თითეულ შტატში მოიცავდა 831 ზრდასრულ ადამიანს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics