07:45 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 10:34:16, 705 ნახვა

პოლიტიკა
პენიტენციური - შოთა თუთბერიძესთან ინციდენტის გამო, გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, უფლებამოსილება შეუჩერდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცადებას ავრცელებს. 

უწყებაში განმარტავენ რომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველ, შოთა თუთბერიძესა და პენიტენციურის თანამშრომელს შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

მათივე ცნობით, პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, უფლებამოსილება შეუჩერდა

"ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ  მიმდინარე წლის  2 მარტს, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შოთა თუთბერიძესა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მოსამსახურეს შორის  გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური,  აღნიშნული ფაქტის სრულყოფილად შესწავლის მიზნით,  შესაბამის  საგამოძიებო უწყებებთან მაქსიმალურად  ითანამშრომლებს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ'' პუნქტით. ასევე, აღნიშნულ ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაწყებულია მოკვლევა და ინციდენტში მონაწილე პირს, პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, სრულად არის დაცული, როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე, მათთან ვიზიტად მყოფი პირების უფლებები." - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის,  ექს-პრეზიდენტის,  ადვოკატმა,  ნიკა გვარამიამ გუშინ,  გაარცელა ინფორმაციია,  რომ რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან,  გვარამია ბადრაგის ვინაობისა და ძალადობის ვიდეომასალის გასაჯაროებას ითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics