19:15 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-02 11:59:45, 679 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - ნეიტრალურმა შვეიცარიამაც დაუჭირა მხარი სანქციებს, რას ელოდება ზოგიერთი ქვეყანა?

უკრაინის პრეზიდენტი,  ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს მიმართავს და იმ შედეგებზე საუბრობს რაც შვიდდღიანი ომის შემდეგ რუსეთის სახელმწიფომ მიიღო.

"რა არის შედეგი რუსეთისთვის?  ამ სახელმწიფოს დროშა სპორტულ ტურნირებზე აღარ იქნება,  თანამედროვე მსოფლიო კულტურა მათთვის დაიხურება,  რუსული საქონელი მთელ მსოფლიოში მაღაზიების თაროებიდან ამოღებულია,   რუსული ბანკები გათიშულია გლობალურ სისტემასთან. 
რუსეთის მოქალაქეები კარგავენ დანაზოგებს, კარგავენ ყველა პერსპექტივას.  რუსი დედები შვილებს კარგავენ მათთვის სრულიად უცხო ქვეყანაში.  იფიქრეთ ამ რიცხვზე: დაახლოებით დაღუპურლია  6000 დაღუპული რუსი სამხედრო.  

უკრაინელებო! ჩვენ წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ ომის კიდევ ერთი ღამე გავიდა.  დღეს უკრაინელი ხალხი არის უძლეველობის სიმბოლო. სიმბოლო იმისა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, ადამიანები ნებისმიერ მომენტში შეიძლება გახდნენ საუკეთესოები დედამიწაზე. დიდება უკრაინას!" - აცხადებს პრეზიდენტი.

ამასთან, პრეზიდენტი ზელენსკი მიმართაში სანქციების აუცილებლობას უსვამს ხაზს და მკაფიოდ აცხადებს, რომ  ამ მომენტში ვერცერთი ქვეყანა ნეიტრალური ვერ დარჩება, მაშინ როცა ეიტრალური შვეიცარიაც  მხარს უჭერს ევროკავშირს სანქციებს.

"ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, სახელმწიფო კომპანიების წინააღმდეგ.  კიდევ ერთხელ: ნეიტრალურმა შვეიცარიამ!  მაშ, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა?  ჩვენს ომის საწინააღმდეგო კოალიციას უკვე შეუერთდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ეყრდნობოდა ერთი კვირის წინ.  ეს არაჩვეულებრივი შედეგია.  ახლა ვერ დარჩები ნეიტრალური! "- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics