22:58 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 13:27:20, 582 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელნსკი ევროკავშირს უკრაინის სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს უკრაინის სასწრაფოდ გაწევრიანებას, ახალი, სპეციალური პროცედურის მიხედვით სთხოვს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ახალი, სპეციალური პროცედურით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაია მადლიერია საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებიც გვერდში უდგანან.

„ჩვენი მიზანია ვიყოთ ყველა ევროპელთან ერთად და რაც მთავარია, ვიყოთ თანაბარ პირობებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ეს სამართლიანია.

„დარწუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics