11:19 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 23:45:29, 787 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-მ სანქციები დაუწესა რუსულ ელიტებს და მათი ოჯახის წევრებს, ბანკებს ასევე სუვერენულ ვალს და სესხის მიღების შესაძლებლობას

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა რუსეთის ელიტის და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, ასევე რუსეთის სუვერენულ ვალზე და რუსეთის ფედერაცია ვერ შეძლებს მსოფლიო ბაზრებზე ობლიგაციებით ვაჭრობას და სესხების მიღებას.
ამის შესახებ საგანგებო მიმართვისას აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა.
"ჩვენი სანქციები მიმართულია რუსული ელიტის, მათი ოჯახის წევრების, რუსული ბანკების და რუსეთის სუვერენული ვალის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე ვაწესებთ სანქციებს მსოფლიო ბაზრებზე ობლიგაციებით ვაჭრობას და სესხების მიღებას შესაძლებლობაზე ისინიც უნდა დაზარალდნენ. Nord Stream 2 გაზსადენი გაიყინება. შემდგომი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, რუსეთისთვის ფასი კიდევ უფრო მაღალი იქნება. გავაძლიეროთ ჩვენი ნატოს მოკავშირეები, თუ რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს ბელორუსიიდან, ჩვენ გავაძლიერებთ კონტიგენტს ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში.

ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ გვინდა მესიჯის გაგზავნა, რომ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი აპირებს უკრაინაში გადასვლას. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ 150 000 ჯარისკაცი კვლავ უკრაინის საზღვარზე იმყოფება“. - განაცხადა ჯოზეფ ბაიდენმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა შეღავათების ვადის გაგრძელების გარეშე
კალასი - ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლება, იცხოვრონ ისე, როგორც თავად აირჩევენ, შიშისა და დევნის გარეშე
პატრიარქი შიო III ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics