08:31 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 11:45:25, 561 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩვენ, საქართველო ვდგავართ მოძმე უკრაინის გვერდით, როგორც უკრაინა იდგა ჩვენს გვერდით

ჩვენ, საქართველო ვდგავართ მოძმე უკრაინის გვერდით, როგორც უკრაინა იდგა ჩვენს გვერდით," - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას.

"საქართველო, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, გმობს რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას. ჩვენ, საქართველო ვდგავართ მოძმე უკრაინის გვერდით, როგორც უკრაინა იდგა ჩვენს გვერდით. მჯერა, რომ მალე უკრაინაც და საქართველოც გამთლიანდება. ვუსურვებ მათ მშვიდობას," - წერს კახა კალაძე "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული მოთხოვნით რუსეთის დუმამ ვლადიმერ პუტინს 15 თებერვალს მიმართა. 

„მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics