|
2022-02-17 15:55:00, 580 ნახვა
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოსა და უკრაინასთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ალიანსის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღე საქართველოსა და უკრაინასთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრით დაიწყო. სესია ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების გამოწვევები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ერთად განიხილა. ალიანსის წევრი ქვეყნებისა და უკრაინის თავდაცვის მინიტრებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და პატივისცემა გამოხატა და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა საქართველოსა და უკრაინის საერთო გამოწვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები რისკის ქვეშ აყენებს ქართველი და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას. მისივე განცხადებით, აღნიშნული გამოწვევების პარალელურად საქართველო განაგრძობს თავდაცვის სფეროში რეფორმების გატარებას, რათა განავითაროს თავდაცვის შესაძლებლობები და გააუმჯობესოს ურთიერთთავსებადობა ნატოსთან. სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატოს წევრობა ურყევი სტრატეგიული არჩევანია. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის კი, მან ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორების მეტ ჩართულობაზე, ნატოს შავი ზღვის სტრატეგიის აუცილებლობასა და ღია კარის პოლიტიკის ფუნდამენტურ პრინციპებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის არსებული მექანიზმებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და აშშ-ის მხარდაჭერით, საქართველო ინსტიტუციურ, საწვრთნელ და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს წარმატებით ავითარებს.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)