2022-02-16 10:10:39, 625 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირში რუსეთის ელჩი - შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ოთხშაბათს უკრაინაზე თავდასხმა არ იქნება
ევროკავშირში რუსეთის ელჩმა, ვლადიმერ ჩიჟოვმა უარყო ვარაუდები, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აპირებს. აღნიშნულის შესახებ მან გერმანულ ტელეარხ WELT-თან ინტერვიუში განაცხადა.
„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ოთხშაბათს თავდასხმა არ იქნება. არ იქნება ესკალაცია არც მომდევნო კვირაში, არც იმის შემდეგში და არც მომავალ თვეში. ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს“, - განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის, The New York Times-ი აშშ-ის დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ მოსკოვი მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, 16 თებერვალს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების თარიღად განიხილავდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,