09:15 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-10 10:50:34, 1066 ნახვა

პოლიტიკა
Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი - არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელებს

მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს, – ამის შესახებ პარტია Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის, ვალენტინო ვალენტინის განცხადებაშია ნათქვამი.

 ვალენტინო ვალენტინი Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის წევრის, მატეო დალოსოს ორგანიზებით იტალიის პარლამენტის მედიაცენტრში, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ პრესკონფერენციას გამოეხმაურა, რომლის სახელწოდება იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“.

„შევიტყვეთ დეპუტატ დალოსოს მიერ დღეს გამართული პრესკონფერენციის შესახებ, რომლის თემა იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ საქმე ეხებოდა დეპუტატ დალოსოს გამოკვეთილად პირად ინიციატივას, რაც არ ასახავს არც იტალიის სახელმწიფოს და არც პარტიის Forza Italia პოზიციას. ჩვენი ქვეყნის მიერ მუდმივად გატარებულ პოლიტიკასთან თანხვედრაში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს, არც მათ წარმომადგენლებს, რომლებთანაც კონტაქტს არ მივიჩნევთ მართებულად“, – ნათქვამია პარტია Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაში, რომლის თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics