09:25 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-08 13:30:21, 810 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა გამოდის ინიციატივით, „ნაცმოძრობა” გახდეს „ქოლგა პარტია“, სადაც პოლიტიკური ჯგუფები გაერთიანდებიან

"ნაციონალური მოძრობა“ უნდა გახდეს „ქოლგა პარტია“, სადაც ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფი ამ ხომალდზე შევა, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს.- ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ  „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური ლიდერები და პარტიები ერთმანეთთან საერთო გზებს უნდა ნახულობდნენ  იმისთვის, რომ უფრო დიდი კოალიცია შექმნან.

„არსებობენ პარტიები, როგორიც არის მაგალითად იგივე „ლელო“, გახარიას პარტია და სხვა პარტიები. ახლა არის დრო, როდესაც პოლიტიკური ლიდერები და პარტიები ერთმანეთთან საერთო გზებს უნდა ნახულობდნენ და იმისთვის, რომ უფრო დიდი კოალიცია შექმნან. „ლელო“, გახარია, იგივე მარგველაშვილი, კვირიკაშვილი, ალასანია, აქეთ დადო ბაქრაძე და ვიღაცები - წარმოიდგინეთ ასეთი ტიპის ერთობა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება, აქვს ფინანსური რესურსები.

„ნაცმოძრობა“ უნდა გახდეს „ქოლგა პარტია“, სადაც ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფი ამ ხომალდზე შევა, ოღონდ იბრძოლებს თავისი დღის წესრიგისთვის, ოღონდ თავისი იდენტობის შენარჩუნების შესაძლებლობა არ ექნება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics