09:37 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-04 14:33:00, 919 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი ოპოზიციის უკრაინაში ვიზიტზე - ცუდია კეკლუცობა იმის ფონზე, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს

ცუდია კეკლუცობა იმის ფონზე, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ოპოზიციის კიევში ვიზიტს.

მისივე თქმით, ნაცმოძრაობის წევრებს რეზოლუციის ტექსტში პრეტენზიები რუსეთის თემაზე ჰქონდათ მაშინ, როცა მათ თავად  შეუქმნეს რუსეთს ყველაფერი.

"ცუდი იმაში არაფერია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში გაემგზავრნენ, მაგრამ ცუდია პოლიტიკური კეკლუცობა იმის ფონზე, რაც საქართველოს პარლამენტში დაატრიალეს, როცა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, პრეტენზიები ჰქონდათ და რუსეთის თემა აქვთ ამოჩემებული მაშინ, როცა თავად რუსეთს ყველაფერი შეუქმნეს და ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას ხელი შეუკრა სააკაშვილის იმ ქმედებებმა, რაც საკმაოდ მძიმე შედეგებს გვაძლევს ოკუპაციის მიმართულებით." - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics