19:17 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-31 12:25:03, 521 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში საკუთარი დღის წესრიგით ბრუნდება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში საკუთარი დღის წესრიგით ბრუნდება. აღნიშნულის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, გადაწყვეტილების მიზანი ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეა, რაზეც პარტია საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას და კოლეგებთან ერთად მუშაობას აპირებს.

მანვე დასძინა, რომ პარტია იბრძოლებს ყველა ეტაპსა და ფრონტზე, მათ შორის, ქუჩაში და საგაზაფხულო პროტესტო დააანონსა. 

„შაბათს შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს, მაგრამ აქვე მინდა ავხსნა, რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

ჩვენი ქვეყანა უმძიმესი გამოწვევის წინაშეა, საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის საპყრობილეში და მიგვაჩნია, რომ ეს არის რა თქმა უნდა, რეჟიმის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიება, ამიტომ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ მოექცა რეჟიმი და სახელმწიფო ინსტიტუტები არა ერთხელ და სწორედ ამისთვის, ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას, დღესვე დარეგისტრირდება ეს. ჩვენ ვიმუშავებთ კოლეგებთან, ოპოზიციასთან, რომ ეს კომისია, რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს, რომ ფარდა ავხადოთ იმას, თუ რა მოხდა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, თუ როგორ მოექცა მას რეპრესიული ინსტიტუტი, სისტემა.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ბრუნდება საკუთარი დღის წესრიგით. იმისთვის, რომ ყველა ეტაპზე, ფრონტზე, ქუჩაშიც, მათ შორის მწვავე საგაზაფხულო პროტესტით ვიბრძოლოთ მოსახლეობის სოციალური უსაფრთხოებისთვის, სოციალური ღირსებისთვის და არა მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ადამიანებს ყოველდღიურად ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics