20:21 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-28 17:56:21, 1108 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ქალბატონმა ნიჟარაძემ გაიტანა სამოქალაქო სარჩელი ჩემს წინააღმდეგ, ფინანსურ დანაშაულში დაზარალებული არ არსებობს

„ქალბატონმა ნიჟარაძემ გაიტანა სამოქალაქო სარჩელი ჩემს წინააღმდეგ, ანუ აღარ მედავება ზიანის მიყენებაში, ახლა უკვე მაინტერესებს ვინ არის დაზარალებული ამ საქმეში“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური  დირექტორი, ნიკა გვარამია იუწყება.

მისი განცხადებით, ფინანსურ დანაშაულში დაზარალებული არ არსებობს.

„დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, რომ ადამიანი ვის წინაშეც ვიყავით ანგარიშვალდებული, ის ადამიანი დღემდე ჩემს წინააღმდეგ პრეტენზიებს არ გამოთქვამს. მან თქვა, რომ ყველა ის ეპიზოდი, რაზეც წარდგენილი მაქვს, საქმის კურსში იყო და მოწონება ჰქონდა ამას, წინასწარი თუ შემდგომი თუ ა.შ. იმის გათვალისწინებით, რომ ქალბატონმა ნიჟარაძემ გაიტანა სამოქალაქო სარჩელი ჩემს წინააღმდეგ, ანუ აღარ მედავება ზიანის მიყენებაში, ახლა უკვე მაინტერესებს ვინ არის დაზარალებული ამ საქმეში. რუსთავი 2 დაზარალებული შეიძლება იყოს, თუ ჩემს დროს არსებული მფლობელები ამაში მედავებიან, არც ერთი მფლობელი ამაში არ მედავება და ქიბარ ხალვაში რომ შემედავებოდა მე, საიდან უნდა მცოდნოდა საერთოდ, რომ ის გახდებოდა დამფუძნებელი და ქიბარ ხალვაშის აზრებს ხომ არ ვიკითხავდი ყველა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამიტომ, დაზარალებული არ არსებობს ფინანსურ დანაშაულში. ვერ ვხვდები უკვე როგორ უნდა მედავონ იმასაც ვერ ვხვდები. ქიბარ ხალვაში თუ მედავება, მაშინ კეთილი ინებოს და ჩაერთოს, ჩვენება უნდა მისცეს. მოვითხოვთ ამდენი ხანია, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics