21:20 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-26 17:44:57, 756 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ოპოზიციასთან შეჯერება ვერ მოხერხდა, ყველა სიტყვა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ოპოზიცია და "ქართული ოცნება" ვერ შეთანხმდა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ტექსტში 5-6 შენიშვნიდან 2 იყო გათვალისწინებული.

მისივე თქმით "ოცნების" ტექსტში, ყველა სიტყვა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.
 
"რეზოლუციის ტექსტში 5-6 შენიშვნიდან 2 იყო გათვალისწინებული და 4 არა, სხვა ვერსია თუ ჰქვია ამას, კი ბატონო. ყოველთვის სჯობს, იყოს მრავალპარტიული და მგონია, საბოლოო ჯამში მათ მხარი უნდა დაუჭირონ ამას, რადგან აქ თითოეული სიტყვა არის გაზომილი და არც ერთი ფრაზა არ არსებობს, რომ იყოს სადაო", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია არ გამორიცხავს,  რომ ოპოზიციამ უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს.

"პირველ ვერსიაში და მათ შორის, შენიშვნების შემდეგ ნახსენები იყო რუსეთი, მაგრამ შემდეგ ტექსტის ის ცვლილებები, რაც მე მქონდა და ჩემს კოლეგებს, ეს ცვლილებები არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ მოახდენს თავისი ვარიანტის ინიცირებას, ამიტომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ იყოს ჩვენი ალტერნატიული ვერსია, ან კომიტეტზე განვიხილოთ და საჯაროდ წარვუდგინოთ საზოგადოებას რაში არ ვეთანხმებით ამ რეზოლუციის ტექსტს", - განაცხადა დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics