21:20 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-24 12:37:53, 863 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევის, მმართველ გუნდს კი პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს.

 ხატია დაკანოიძის თქმით, საპარლამენტო ოპოზიციას აქვს ინიციატივა, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართოს კონსულტაციები მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარო კომიტეტთან.

"საპარლამენტო ოპოზიცია და მთელი საზოგადოება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის უკრაინის მიმართ რუსეთის განახლებული აგრესია არის ძალიან ძლიერი საფრთხე და გამოწვევა,  მათ შორის,  ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების საკითხის მიმართულებით და ასევე გეოპოლიტიკური მიმართულებით. ეს არის საკითხი რომლეზეც სახელმწიფომ პარლამენტმა ერთობლივი პოზიცია უნდა დააფიქსიროს შესაბამისად გარდა ერთობლივი რეზოლუცისა. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართოს კონსულტაციები მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარო კომიტეტთან.

აუცილებელია უახლოეს პერიოდში ჩვენ ერთობლივი ვიზიტი, უმრავლესობის და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის სახელით განვახორციელოთ კიევში, რაც იქნება მნიშვნელოვანი ხაზგასმა, რომ საქართველოს პარლამენტი რეზოლუციის პარალელურად მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს", - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ეს როზოლუციები იქება ნათელი გზავნილი,  რომ საქართველო და უკრაინა არ აპირებენ არანაირ დათმობებზე წასვლას.

"მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერმინისტრს, გაუგებარია, რომ დღემდე არ იქნება მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა, მაშინ როდესაც შავი ზღვის რეგიონში შეიქმნა უპრეცედენტო უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც პირდაპირ ურტყავს ჩვენ ქვეყანას. 

მოვუწოდებთ პრემიერმინისტრს, მიმდინარე კვირას მოიწვიოს გაფართოებულ ფორმატში შესაბამისი საბჭოს სხდომა, მიიწვიოს ამ საბჭოს სხდომაზე მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი სახელმწიფო, ერთი ქვეყანა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics