23:06 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-19 12:14:44, 677 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი – მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით ცვლილებები არ არის, რეკომენდაციები შეუსრულებელია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა დღეს შემაჯამებელი დასკვნა გაასაჯაროვა.

როგორც ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ექს–პრეზიდენტთან სამმა ვიზიტმა აჩვენა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის.

ამასთანავე, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით, არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა და კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციები, კვლავ შეუსრულებელია. 

"არსებითი ცვლილებები მკურნლობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა. ძირითადად პაციენტი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა კვლავ შეუსრულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიურ და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს თუმცა ვხედავთ, რომ აღნიშნული სამედიცინო სერვისის მიწოდება არ ხორციელდება, ამიტომ, თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება, როგორც მკურნალობს მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებთ დამატებით კიდევ განვახორციელოთ ვიზიტი, ვინაიდან სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის", – განაცხადა ომბუდსმენმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics