2022-01-10 18:11:29, 820 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა
კობა ნაყოფია პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს.
პოლიტიკურ პარტიაში კობა ნაყოფიას მოადგილედ აკაკი მინაშვილი დასახელდა. ასევე, ცვლილებები პარტიის აღმასრულებელი მდივანის პოსტსაც შეეხო, რომელის ფუნქციებსაც, ამიერიდან, პეტრე ცისკარიშვილი შეითავსებს.
ხაზგასასმელია ისიც, რომ ზაალ უდუმაშვილი თბილისის ოფისის თავმჯდომარე აღარ იქნება. აღნიშნულ პოზიციას პარტიის ნიკა მელია დაიკავებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,