|
2022-01-06 19:15:27, 1108 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - უნდა ვისწავლოთ ყველანაირი წყენის და პირადი ამბიციების გვერდზე გადაწევა
“უნდა ვისწავლოთ ყველანაირი წყენის და პირადი ამბიციების გვერდზე გადაწევა და ერთობლივი, მასობრივი და უწყვეტი ქმედებებით, ყველა ლეგიტიმური ბერკეტის გამოყენებით მიზნის მიღწევა”, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი ხალხს, რომლის 80% უკვე სიღატაკეში ცხოვრობს, ან შიმშილით დაიღუპვა ან საქართველოს დატოვება მოუწევს. “აი რა ხდება, როცა თავს აცხადებ რუსული გავლენის სფეროს ნაწილად და დასავლეთიდან დისტანცირდები. დღეს დაიწყო ფართომასშტაბიანი შეჭრა ОДКБ-ს საფარქვეშ მოქმედი რუსული ჯარების ყაზახეთში, სადაც მთელი ხალხი აჯანყებულია სოციალური უსამართლობის, კორუფციის და არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ყაზახეთის ხელმძღვანელობა საკუთარ ხალხს დაახოცინებს რუს, სომეხ და სხვა მეზობლების ჯარისკაცებს. გვინდა ჩვენ ასეთი სცენარი ჩვენი ქვეყნისთვის? რა თქმა უნდა, არა და თუ არა - უნდა ვისწავლოთ ყველანაირი წყენის და პირადი ამბიციების გვერდზე გადაწევა და ერთობლივი, მასობრივი და უწყვეტი ქმედებებით, ყველა ლეგიტიმური ბერკეტის გამოყენებით მიზნის მიღწევა. სხვანაირად ჩვენი ხალხი, რომლის 80% უკვე სიღატაკეში ცხოვრობს, ან შიმშილით დაიღუპება, ან მოუხდება ჩვენი ქვეყნის დატოვება. შეუძლებელია ამ კომუნალური ტარიფებით, ამ ფასებით წამლებზე და პროდუქტებზე, იმ პირობებში, როცა შრომას ფასი არა აქვს, უბრალოდ პატიოსანი მუშაობით, ოჯახის გამოკვება, არსებობის გაგრძელება. ხოლო იმ პირობებში, რომ მინიმუმ ბოლო ორ არჩევნებში დამარცხებული ჯგუფი არალეგიტიმურად რჩება კაბინეტებში და დასავლეთის წინააღმდეგ ღიად აკეთებს განცხადებებს, ჩვენი დამცველი და მომკითხავიც აღარავინ დარჩება, თუ ხელი არ გავანძრიეთ. საქართველოში 90-იანი წლებიდან არ ყოფილა ისეთი მძლავრი ოპოზიციური მუხტი, როგორც ახლა. ამჯერად პოლიტიკოსების, აქტივისტების, უბრალოდ აქტიური მოქალაქეების ვალია ეს მრავალრიცხოვანი საპროტესტო ნაკადული ერთ მძლავრ, ფართო საპროტესტო მდინარედ ვაქციოთ და წყალს გავატანოთ ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრებაში და პარავს ჩვენ შვილებს მომავალს”, - აღნიშნულია წერილში, რომელიც “ფეისბუკ” გვერდზე გავრცელდა.
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)