01:44 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-23 10:46:52, 2036 ნახვა

ომი უკრაინაში
FDA-მ Pfizer-ის პირველ კოვიდსაწინააღმდეგო აბებს, Paxlovid-ს ავტორიზაცია მიანიჭა

ამერიკელმა მარეგულირებელმა მწვანე შუქი აუნთო "ფაიზერის" ანტივირუსულ პრეპარატს, სახელად "პაქსლოვიდი". ეს პირველი აბია, რომელიც შეერთებულ შტატებში სურსათის და მედიკამენტების ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FDA) კოვიდ-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცა.

კომპანია „ფაიზერი“ აცხადებს, რომ საბოლოო ანალიზის მიხედვით, მის მიერ შემუშავებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსული აბების ეფექტიანობა, მაღალი რისკის მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 90%-ამდეა. ბოლო ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ პრეპარატი ასევე ინარჩუნებს ეფექტიანობას ვირუსის ძლიერ სახეცვლილი ვარიანტის, სწრაფი და ძლიერ გავრცელების თვისების მქონე „ომიკრონის“ წინააღმდეგ.

 1200 ადამიანზე ჩატარებული დაკვირვების მიხედვით, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია აცხადებდა, რომ მის მიერ შექმნილი პრევენციული აბების ეფექტიანობა, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით 89% იყო. საბოლოო მონაცემები, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა, დამატებით 1000 ადამიანზე ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.

ბოლო ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, პრეპარატი ასევე ინარჩუნებს ეფექტიანობას ვირუსის ძლიერ სახეცვლილი ვარიანტის, სწრაფი გავრცელების უნარის მქონე ომიკრონის წინააღმდეგ. „ფაიზერის“ განცხადებით, მათი აბები მედიკამენტთა იმ კლასს მიეკუთვნება, რომლებიც უკვე გამოიყენება შიდსის, ცე-ჰეპატიტის და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

„ფაზიერის“ აბები, ინფიცირების შემდეგ, სიმპტომების გამოვლენიდან მალევე, ხუთი დღის განმავლობაში, ყოველ 12 საათში ერთხელ მიიღება. ის „პაქსლოვიდის“ სახელით გაიყიდება.

„ეს განსაცვიფრებელი შედეგია“ - ამბობს „ფაიზერის“ უფროსი სამეცნიერო ოფიცერი, მაიკლ დოლსტენი. „ჩვენ ვსაუბრობთ სიცოცხლის გადარჩენისა და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილებაზე. და თუ რა თქმა უნდა, ინფიცირების შემდეგ აბს სწრაფად მიიღებთ, ეს ვირუსის გადაცემას, სავარაუდოდ მკვეთრად შეამცირებს“ - აცხადებს დოლსტენი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics