|
2021-12-14 11:18:23, 689 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ბალავარი ჯგუფი“ მორიგ დეველოპერულ პროექტს ლისზე ახორციელებს
„საქართველოს ბანკი“ სამშენებლო და დეველოპერული მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, „ბალავარი ჯგუფი“ მორიგ პროექტს ლისზე, ნუცუბიძის IV მ/რ "მხატვარი-2" -ის მიმდებარედ ახორციელებს. ჯგუფის აღნიშნული და მიმდინარე პროექტების ხელშეწყობის მიზნით, ბანკის მხრიდან 17 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო. „ბალავარი ლისის“ დასრულება 2023 წელს იგეგმება. 12 სართულიანი კორპუსი სტუდიო ტიპისა და 1, 2 და 3 ოთახიან ბინებს გააერთიანებს. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება მწვანე ზონები, საბავშვო და სპორტული მოედნები, მიწისქვეშა პარკინგი და სხვ. „საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჩვენმა ჯგუფმა წარმატებით განახორციელა სხვადასხვა დეველოპერული პროექტები და ქვეყნის მასშტაბით, სკოლებისა და ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოხარული ვართ, რომ ბანკი, როგორც ერთგული პარტნიორი, კვლავ აქტიურად განაგრძობს ჩვენს ხელშეწყობას. ეს ჯგუფისთვის სტიმულია, მეტად განვავითაროთ საქმიანობა და განვახორციელოთ ახალი, საინტერესო პროექტები“, - აცხადებს ბალავარი ჯგუფის გენერალური დირექტორი, გეგა ტოფაძე. „საქართველოს ბანკისა და „ბალავარი ჯგუფის“ პარტნიორობა 5 წელს ითვლის. ჯგუფი უძრავი ქონების დეველოპმენტისა და სამშენებლო მიმართულებით ადგილობრივი ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. ამაზე მეტყველებს წარმატებით დასრულებული 15-ზე მეტი პროექტიც, რომლის ღირებულებაც 45-50 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს აღნიშნული და სხვა მიმდინარე პროექტების განხორციელებაში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ წლების მანძილზე კომპანიის განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)