00:02 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-12 11:29:08, 1929 ნახვა

ომი უკრაინაში
სამხრეთ აფრიკაში ომიკრონის გავრცელების ფონზე ჭარბი სიკვდილიანობა თითქმის გაორმაგდა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კვირის განმავლობაში ჭარბი სიკვდილიანობა თითქმის გაორმაგდა.  22-დან 28 ნოემბრამდე უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა ვიდრე ანალოგიურ კვირებში. ამის შესახებ Bloomberg სამხრეთ აფრიკის სამედიცინო კვლევის საბჭოს ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება. ეს მოხდა კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების ფონზე.
ერთი კვირის განმავლობაში, სამხრეთ აფრიკაში მოსალოდნელზე მეტი, 2076 ადამიანი დაიღუპა. ერთი კვირით ადრე ეს მაჩვენებელი 1091 იყო.
ბლუმბერგი აღნიშნავს, რომ სიკვდილიანობის მატება ეწინააღმდეგება ჰოსპიტალიზაციის მონაცემებს - მათ აჩვენეს, რომ პაციენტები ძირითადად ატარებდნენ კორონავირუსს მსუბუქი ფორმით.
სააგენტო ასევე წერს, რომ ოფიციალურად 22-დან 28 ნოემბრის ჩათვლით კვირაში, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ კორონავირუსს მხოლოდ 174 სიკვდილი დაუკავშირა. ამავდროულად, ჭარბ სიკვდილიანობას უწოდებენ კოვიდ-ის გავლენის უფრო ზუსტ ინდიკატორს მოსახლეობაზე.
ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 90 ათას ადამიანს აღემატება, პანდემიის დაწყებიდან ჭარბი დაღუპულთა რიცხვმა 275 ათასს გადააჭარბა.
კორონავირუსის ახალი შტამი პირველად ნოემბრის ბოლოს გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანასა და ჰონგ კონგში. მალე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-ის ახალი ვერსია „შეშფოთების გამომწვევად“ აღიარა და მას „ომიკრონი“ უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics