|
2021-12-09 16:21:32, 1017 ნახვა
ეკონომიკა
გურამ გურამიშვილი: „სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება შავ ზღვაზე და საქართველოს აქტიური ჩართულობა საერთაშორისო მნიშვნელობის ინიციატივებში ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია"
საქართველოს რეგიონალური მნიშვნელობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესზე, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (თEN-თ) გაფართოებისა და სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე, შავ ზღვაზე საბორნე/ფიდერული სერვისების განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა კონფერენციაზე „შავი ზღვა - საქართველოს შესაძლებლობები და გამოწვევები," რომელიც სასტუმრო „ბილტმორ თბილისში" გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტად დაასახელა სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესება და ამასთან ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა ინიციატივებში, როგორიცაა, მათ შორის, ლაპის ლაზული, შავი ზღვა-კასპის ზღვის დერეფანი, თღAჩEჩA, შუა დერეფანი და სხვა. მისი განცხადებით, ხაზგასმით აღსანიშნია საქართველოს რეგიონალური მნიშვნელობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესი. „ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა არსებული და ახალი ნავსადგურების ინფრასტრუქტურის განვითარება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტულ პროექტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი" - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირთან კავშირის გაუმჯობესებისა და ევროპა-აზიის კავშირის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით შავ ზღვაზე საბორნე/ფიდერული სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის დახმარებით მომავალი წლისათვის დაგეგმილ კვლევაზე, რომელიც განსაზღვრავს შავ ზღვაზე საბორნე/ფიდერული მომსახურების შესაძლო მიმართულებებს. „სატრანსპორტო სექტორის გაციფრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვაზე და ამ მხრივ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დერეფნის გაციფრულების პროექტი, რომლის შესახებ კვლევა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროცესშია" - განაცხადა გურამიშვილმა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, საქართველოს შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ დისკუსია დადებითად აისახება საქართველოსა და რეგიონის სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის განვითარებაზე.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)